რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ-მა საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის, შესაძლოა, OSCE/ODIHR-ი ჩართოს

რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ-მა საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის, შესაძლოა, OSCE/ODIHR-ი ჩართოს

ამერიკის შეერთებული შტატები ეუთოს ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმდა საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს გამარჯვებაში ვაშინგტონისთვის არასასურველ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც რუსული მედია იუწყება, მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე ODIHR-ი შუალედურ დასკვნას გამოაქვეყნებს, სადაც ეწერება, რომ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება, დაიდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტორალური პროცესი დემოკრატიის ნორმებს არ შეესაბამებოდა“, - აღნიშნეს საგარეო დაზვერვაში.

ამრიგად, ვაშინგტონი ქართულ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციების დასაწყებად მიზეზს მისცემს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

მერაბ.g გავკარი რუსსაც, გავკარი ამერიკელებსაც! თუ გაყალბება გვაკადრეს, ამას სხვაზე ადრე ხალხი იგრძნობს და პასიხოც იქნება და თუ გაყალბების "შემოტენვა" დაგვიპირეს, ვაი ცალ ფეხზე მდგომთაც და მათ დონორებსაც!
არა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდაო ასო "სამართლიანმა არჩევნებმა"; მერე - შემეშალაო; შემესალაო თქვა 11 დეკემბერს; მეორე დღეს ფცარამიას ეთერში ასოს დირექტორმა ნიჟარაძემ თქვა, რომ 27 ნოემბერს უკვე ვიცოდით, რომ შევცდით და დონორსაც ვაცნობეთო!! ვთქვათ შეცდა, 27 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე რას ელოდებოდა? გადატრიალებას? რატომ არაა ეს სისხლის სამართლის დანაშაული? და თუ ეს არა, რომ დაგვცინის ეს ასო , კიდევ უნდა დაგაკვირდეთო, ეს მაინც არ უნდა აეკრძალოს?
1 თვის უკან