პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ადამიანებს ლობირებენ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არსებობს კეზერაშვილის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები, მას ლობირებენ და ამიტომ გადაადგილდე ევროპის მასშტაბით თავისუფლად.
„არსებობს გლობალური ომი მსოფლიოში, არსებობს გლობალური ლობიც მათ შორის, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ლობირებენ სააკაშვილს ნაირ, პრაქტიკულად დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს, კეზერაშვილის ნაირს, და ზოგადად აქაც საქართველოში, პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ადამიანებს ლობირებენ ისინი. რატომ? მიზანი ერთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუშვან რამენაირად ხელისუფლებიდან და მოიყვანონ მათი მონა მორჩილი გოგო ბიჭები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.