ისინი ლეგიტიმაციას და წყაროს ეძებენ არა ხალხში რომელმაც უნდა აირჩიოს, არამედ უცხოეთში. უცხოელი ეუბნება, რომ შენ უნდა აგინო, დააბულინგო და ა.შ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ სიის ოცეულში შესული სპორტსმენების მიმართ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ბულინგს.
„ამ ხალხს შურთ მათი, იმ სპორტსმენების, რომლებიც წარმატებულები არიან და რომლებიც დაგვთანხმდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში მთავარია მშვიდობა, რომ არა მხოლოდ დღევანდელი წარმატებული სპორტსმენები იყვნენ, არამედ მათი შვილები იყვნენ ისე წარმატებულები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს ეს წარმატება არა მხოლოდ სპორტში, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.