ეკა ჭიჭინაძე: ჩვენი ქვეყანა ახლა არის გლობალური გამოწვევების წინაშე. ამიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ დავდგე იქ, სადაც შემიძლია პატარა წვლილი მაინც შევიტანო ჩემი სამშობლოსთვის

ეკა ჭიჭინაძე: ჩვენი ქვეყანა ახლა არის გლობალური გამოწვევების წინაშე. ამიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ დავდგე იქ, სადაც შემიძლია პატარა წვლილი მაინც შევიტანო ჩემი სამშობლოსთვის

ჩვენი ქვეყანა ახლა არის გლობალური გამოწვევების წინაშე. ამიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ დავდგე იქ, სადაც შემიძლია რაღაც პატარა წვლილი მაინც შევიტანო ჩემი სამშობლოსთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რომ იცხოვრონ სიწყნარეში, სიმშვიდეში, არა ომში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ეკა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, საქართველოს დათქმულ ვადებში შეძლებს ევროინტეგრაციას.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის მზად ვიქნებით ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა ეკა ჭიჭინაძემ.

ეკა ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნოს სიის პირველ ოცეულშია. პარტიამ კანდიდატების სია გუშინ წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია.