პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როთმა წინა ჩამოსვლისას უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები.
„ბატონი როთი ჩვენს საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც ჭკუის მსწავლებელი. მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენი ხალხისთვის, მთავრობისთვის. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის უხეშად დარღვევა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით, თუმცა ის ვერ წაშლის იმ განცხადებებს, რაც მან აკეთა. ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა - ადამიანთან, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიოს“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მიხაელ როთი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ვიზიტი 16 სექტემბერს დააანონსა.