კრიზისი თუ განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ამის შექმნას ხელოვნურად აპირებს, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურები გამოწვევასა თავს გაართმევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“.
„კრიზისი საქართველოში დადგება თუ იმ პროცესებში ჩავერთეთ, რომლებსაც კარნახობდნენ ზოგიერთი „კეთილისმსურველი“ და მათ შორის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები. თუნდაც უკრაინის პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ეს არის ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არ იქნება კრიზისი, ეს იქნება სრული ნგრევა. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, მსოფლიო ბანკის მონაცემებში ზუსტად არის ასახული და იმ ციფრებში, რომელსაც სტატისტიკა გვიჩვენებს. ჩვენ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული გვაქვს, რომ არა ეს გააფთრებული ბრძოლა და მცდელობა, რომ არ წავიდეთ წინ და არ განვითარდეთ, გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები გვექნებოდა. თუკი კრიზისი განვითარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც აპირებს ხელოვნურად კრიზისი შექმნას, მაგრამ ვფიქრობ სახელმწიფო სტრუქტურები ამ გამოწვევასაც თავს გაართმევენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.