რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საარჩევნო სია იხილა

რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საარჩევნო სია იხილა

საზოგადოებამ  „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საარჩევნო სია იხილა, რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით ეშინია წარმატებული ადამიანების და ბულინგს მიმართავენ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამანადგურებელი წაგება ელოდება.

„საზოგადოებამ ვარსკვლავური სია ნახა. ამ ადამიანებს წარმატების ისტორიები აერთიანებთ, გამოირჩევიან პრინციპულობით, პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით. რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით ეშინია წარმატებული ადამიანების. ზოგადად, ბულინგს მშიშარა ადამიანები მიმართავენ. ოპოზიცია ძალიან შეშინებულია, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამანადგურებელი წაგება ელოდებათ. ამიტომ ისინი ირჩევენ უპრინციპობას, ცილისწამებას, დეზინფორმაციასა და ბულინგს. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს არჩევანის საშუალებას გაუმარტივებს.

არავის უნდა ეწყინოს, რომ ისეთი შედეგი ექნებათ, რითაც პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა დარჩნენ. მათი ბულინგი მათ ბუნებას აჩვენებს – როგორი მტრული და ზიზღით განსწავლული არიან. წარმატებული ადამიანების ეშინიათ. ეშინიათ მათი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი მრავალ ქვეყანაში აუჟღერებიათ და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა აწეულა. მოღალატეები სხვას ღალატში როცა სდებენ ბრალს, ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ. საკუთარი განცხადებებით თვითლუსტრაციას ეწევიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მერაბ.g ეს ხარახურა ოპოზიციონერები, (ყველა გახარიას გარდა) ერთ ხმაში რომ ლანძღავს პეტრიაშვილს და ტალახაძეს, რატომ? დააძალა ვინმემ? სადაც ნახეს ძალა, რომელიც მათ საქვეყნო ინტერესებს შეესაბამებოდა, იქ მივიდნენ; ისინი წამების, ძარცვის, დარბევების, ტერიტორიების გასხვისების მომხრეები რომ ყოფილიყვნენ, მივიდოდნენ ბოკუჩავა-ხაბესთან, მელია-გვარამიასთან, ხაზარაძესთან!
1 თვის უკან