რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ?! მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ეს თავის დროზე, თავისი მოქმედებით დაამტკიცა. ამ კაცს თავისი სამშობლო აინტერესებს. ის სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა, მამუკა მდინარაძემ.
„ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, ამაშია საარჩევნო მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმი და ხაზგასმაც - ყველაფერი ამაშია.
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ამ ქვეყანაში მყარი გარანტია ავიღოთ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.