თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, "გლობალური კეთილდღეობის მონაცემების" მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.
ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში.
„თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, "გლობალური კეთილდღეობის მონაცემების" მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება. ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს. ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 2024-2026 წლების პროგნოზები და ხანგრძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD) : საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ოპოზიციის ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.
ამასთან, შედარებით გრძელვადიანი პროგნოზითაც, 2026 წელს 2019 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში ასევე მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.
თუ გავითვალიწინებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი 7 თვის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.7 %-ია, ხოლო საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას 6% დან 8 %-მდე, წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა რამდენჯერმე გადახედეს ზრდის მიმართულებით ეკონომიკურ პროგნოზს, მიმდინარე წელსაც ჩვენ დიდი ალბათობით ორნიშნა ზრდა გვექნება, ბოლო 4 წელიწადში მესამედ. აქვე ავღნიშნავ, რომ გაეროს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების სიმულაციური მოდელით 9,3%-იანი ზრდა ისედაც არის მოსალოდნელი.
ნიშანდობლივია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46 %-ით.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია რეინვესტირების კუთხით. მეორე კვარტალში განსაკუთრებით აპრილ-მაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტრესტო გამოსვლების და საერთაშორისო კრიტიკის ფონზეც კი, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას მოყვა, ინვესტორთა განწყობები მეტად პოზიტიური იყო, რადგან მოგების დიდი ნაწილი გავიდა არა დივიდენდებად, არამედ დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში და რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე აისახა დადებითად.
ამ მაგალითებით ჩანს, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული სამი ბაზისური კომპონენტიდან, სტაბილურობა და მშვიდი გარემო თუ რა პოზიტივით ზემოქმედებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე, მესამე კომპონენტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში!
არ მინდოდა ამ პოსტის ზედმეტად პოლიტიზირება, მაგრამ აიღეთ ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებები, ფაქტიურად ჰაერიდან მოტანილი და დასკვნებიც თავად გააკეთეთ!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.