დემოკრატიული პარტია - პარტია, რომელშიც გავიზარდე და სიტყვა „ლიბერალი“, წარმოებულია ტერმინისგან „სიტყვის თავისუფლება“. ასე რომ, როდესაც მე ვიზრდებოდი, ეს იყო ამ პარტიის ცენტრალური ბირთვი. მამაჩემს, ბიძაჩემს, ძალიან უყვარდათ ეს ქვეყანა, უყვარდათ დებატების, საუბრების თავისუფლება. მათ იცოდნენ, რომ ინფორმაციის თავისუფალი ნაკადი მზის შუქი, ნიადაგი, წყალი იყო დემოკრატიისთვის და ამის გარეშე დემოკრატია დაჭკნებოდა და მოკვდებოდა, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ტაკერ კარლსონთან ისაუბრა.
მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მას სასამართლოში აქვს დავა, მოსამართლის გადაწყვეტილებაში კი, დეტალურადაა საუბარი თეთრი სახლის ცენზურის შესახებ.
როგორც კენედიმ აღნიშნა, ფიცის დადებიდან 37 საათში, ჯო ბაიდენმა უბრძანა „ფესიბუქს“, „ინსტაგრამს“, „იუთუბს“ და „ტვიტერს“, ცენზურა დაეწესებინათ მის კრიტიკოსებზე, ისევე როგორც მისთვის არასასურველ სამედიცინო ინფორმაციაზე და უკრაინის ომის კრიტიკოსებზე.
“ფიცის დადებიდან 37 საათის შემდეგ, ბაიდენმა გახსნა პორტალი და უბრძანა სოციალური მედიის კომპანიებს: „ფესიბუქს“, „ინსტაგრამს“, „იუთუბს“ და „ტვიტერს“, - დაეწყოთ მისი პოლიტიკური კრიტიკოსებისთვის ცენზურის დაწესება, ასევე სხვა ინფორმაციების, სამედიცინო ინფორმაციის და უკრაინის ომის კრიტიკის ჩათვლით. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისთვისაც ცენზურის დაწესება „ფეისბუქს“ უბრძანეს. „ფეისბუქი“ დაემორჩილა და ჩემი „ინსტაგრამის“ მთელი ანგარიში თითქმის მილიონი გამომწერით წაშალა, მაგრამ მათ ვერ იპოვეს ფაქტობრივი შეცდომა ჩემს ანგარიშზე. ელექტრონული მიმოწერის დროს, ერთ-ერთ მეილში, „ფეისბუქი“ აცხადებს, რომ ფაქტობრივად, არ არის მცდარი ინფორმაციები და ამიტომ მათ მოუწიათ ახალი სიტყვის მოგონება, რომელიც იყო Malinformation - ეს არის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად მტკიცდება, რომელიც ტექნიკურად სწორია, მაგრამ მაინც მოუხერხებელია მთავრობისთვის. ასე რომ, პორტალი, რომელიც მათ გახსნეს ბაიდენის თეთრი სახლში, სამართავად გადასცეს FBI-ს - ასე რომ, გვაქვს ამერიკელი მოქალაქეების ცენზურაში მონაწილე FBI. ამის შემდეგ FBI-მ ცენზურის პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია CIA, CISA, რომელიც არის ჯგუფი, რომლის შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ, მაგრამ ეს არის ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსის ცენტრი, DHS, IRS, რომელიც არ ვიცი რის ცენზურას ახორციელებდნენ, ასევე NIH, CDC და FDA.“ - განაცხადა რობერტ კენედიმ.