ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს 1:0 სძლია. ქართველებმა გამარჯვება გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოიპოვეს.
ნაკრებებს შორის შეხვედრა ტირანაში გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში 7 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.