ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ  სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას - მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ  სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას - მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ  სიაში. მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის სპორტსმენები, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ  ღირსებით გააგრძელებენ სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ.

„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე თეა წულუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება.

„რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს. „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.