ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილისნაირების დროა

ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილისნაირების დროა

კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც, ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენისიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული! მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილისნაირების დროა, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ. 

მისივე თქმით, კეზერაშვილი მარიონეტი ევრობიუროკრატიის და მათი მფარველი მამების დახმარებით  დაუბრკოლებლად გადაადგილდება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ოკეანის გაღმა, თუმცა ბოლო ხანებში საკეზერაშვილოს ყელზე სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება და მასში უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. 

„უცხოური და ქართული საინფორმაციო საშუალებები მსოფლიოს ამცნობენ, რომ ძალიან დიდი ამბებია ატეხილი და კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი საკეზერაშვილოშიო, რომელთაც მტკიცებულებები მტკიცებულებებზე წაუყენეს ქართველმა და ევროპელმა სამართალდამცავებმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეო. მათგან ერთი კეზერაშვილის ბიძაშვილი კი სომეხმა სამართალდამცავებმა გაბაწრეს და გერმანიას გადასცეს ჩასაყუდებლადო.
ამ დროს წმინდა წყლის კრიმინალი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელსაც ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 5 წელი, მარიონეტი ევრობიუროკრატიის და მათი მფარველი მამების დახმარებით და მეშვეობით, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია დაუბრკოლებლად გადაადგილდება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ოკეანის გაღმა. 

კეზერაშვილი, რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია დადგენილია სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც ეს ყველამ იცის ევროპაში დაწყებული პენსიონერებიდან დამთავრებული კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებამდე დამთავრებული!

მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ ყოფილ ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე-ლობისტების და კეზერაშვილისნაირების დროა. 

თუმცა როგორც ბოლო ხანებში ირკვევა, საკეზერაშვილოს ყელზე სამართლიანობის მარყუჟი უფრო და უფრო მეტად ვიწროვდება და ისეთი პირი უჩანს მასში უეჭველად მოჰყვებიან საქართველოში არსებული მძარცველი კეზერაშვილისა და მისი შაიკის მიერ უხვად დაფინანსებული ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელი:
პარტიები, მედიები, არასამთავრობოები და თაღლითობით, კორუფციითა და აფერისტობით გამდიდრებული სხვა პოლიტსუბიექტებიც.

ამიტომაც ძვირფასო საზოგადოებავ ყურადღებით იყავი. ყურადღებით!

ვინაიდან ამ დღეებში დიდი ამბებია მოსალოდნელი საკეზერაშვილოში. დიდი!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.