ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, “უსამშობლოებს” რატომ გვეძახიანო

ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, “უსამშობლოებს” რატომ გვეძახიანო

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კონგრესში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებს ეხმიანება, სადაც მთავარი მომხსენებელი ეკა გიგაური იქნება. 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს ეკა გიგაური ქართველი ხალხის წარმომადგენელი რომ ჰგონიათ და ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე მოახდენენ გავლენას.

“რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა, სამართლიანობის საპოვნელად მიდის.

საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, “უსამშობლოებს” რატომ გვეძახიანო.

ცალკე უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს, რომ გიგაური ჰგონიათ ქართველი ხალხის წარმომადგენელი, რუდუნებით მოუსმენენ და ცალკე, ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე მოახდენენ გავლენას.

სულელები არიან?

მთლად ეგრეც არ არის, უბრალოდ ასე მიეჩვივნენ საქართველოსთან ურთიერთობას, დაავალებდნენ საკუთარ არასამთავრობოებს “ნარატივს”და ესენიც დიდი შემართებით ასრულებდნენ დავალებას, თუმცა ეს მოდელი, რომ გაფუჭდა და აღარ მუშაობს, იმავე მეთოდებს რაღატომ იყენებენ?

სხვა არ იციან ჯერ!

ჯერ, რადგან არჩევნების შემდეგ მოუწევთ გადალაგდნენ, დააოკონ საკუთარი არასამთავრობოებით წარმოდგენილი ბენეფიციართა სინდიკატი და ფაქტებს თვალი გაუსწორონ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.