შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტი მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებს

შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტი მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებს

ბოლო პერიოდში დღე არ გადის, რომ რაღაცა განცხადებები არ კეთდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით და უკვე კითხვებს ბადებს რა არის ეს ინტერესი, რამდენად ჯანსაღია ეს ინტერესი წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჰელსინკის კომისიას რაც შეეხება და კონგრესს, ჩვენ ვხედავთ, რომ რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტი მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ეხება მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ და ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID- მა იცოდა რომ ეს შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა იყო ცრუ და გვიმალავდა ამას. მათ შორის პირისპირ შეხვედრებზე არ გვითხრეს, რომ ეს იყო ცრუ შედეგები და იმ ფონზე, როდესაც მიდიოდა ოპოზიციის მხრიდან რადიკალური პროტესტი ამ ფონს ეგუებოდნენ, ჩუმად იყვნენ.

რთულია იმის დაჯერება, რომ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა არ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ცრუ. პირადი საუბრებით, მათ შორის დახურულ კარს მიღმა არის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უღიარებიათ, რომ ეს ინფორმაცია შიგნით იყო ცნობილი და ყველა მალავდა. ყველა შეჰყურებდა საქართველოს, შეჰყურებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ პროტესტს და ასე ეგუებოდა იმას, რომ საქართველო შეიძლება იმ დროს ჩავარდნილიყო არეულობის ქარ–ცეცხლში.

როცა ვსაუბრობთ ჰელსინკის კომისიას, ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ თუკი უნდათ, რომ იყვნენ დამაჯერებელი, პირველ რიგში უნდა გამოიძიონ რა როლი ჰქონდათ აშშ–ს ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. სამწუხაროდ ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ გვაქვს.

თუკი ჰელსინკის კომისას უნდა, რომ ქართველი ხალხის თვალში ჰქონდეს დამაჯერებლობა მან უნდა დაიწყოს კონგრესში გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა როლი ჰქონდათ აშშ-ს სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამ პროცესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.