კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევაზე: სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევაზე: სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ

სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით განცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.