დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს. 

ამავდროულად, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები ჰყავთ. 

„ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. 11 სექტემბრის დებატების წინ კანდიდატად დასახელებიდან „თაფლობის თვის" დასრულებისთანავე კამალა ჰარისის რეიტინგები კიდევ უფრო გაუფასურდა. ამიტომ, მას „ტრანკვილიზატორის" მოშველიება დასჭირდა: დებატების წინ იელის უნივერსიტეტის მიგრაციის, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების კათედრის დოცენტმა დანიელ მარტინეს ჰო სანგმა „გენიალური" ნაშრომი გამოაცხო - „აი, რა გველის დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველივე დღეს".

ამ დოცენტმა ამომრჩევლის მაქსიმალური დაშინება სცადა: პირველი, რასაც „გააკეთებს" ტრამპი - ჩაანაცვლებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა ლიბერალს მემარჯვენე კონსერვატორებით; შემდეგ, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას განახორციელებს, განსაკუთრებით იმ შტატებიდან, სადაც დემოკრატებს უჭერენ მხარს; აუცილებლად „მოახდენს" პორნოგრაფიისა და აბორტების კრიმინალიზაციას; შეჩერდება ფედერალური საზოგადოებრივი მაუწყებლობების დაფინანსება; მწვანე შუქი აენთება პოლიტიკურ ოპონენტებთან შურისძიების პროცესებს; სამოქალაქო ცხოვრების მართვის ცენტრში დააყენებენ ქრისტიანულ ნაციონალიზმს…

ამ ნაშრომს ფინალური აკორდიღა აკლდა: „და სავალდებულო გახდება დედას „დედა“, ხოლო მამას „მამა“ უწოდო“, რასაც უკვე დებატებამდე ქვეყანაში მასობრივი სუიციდი მოჰყვებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მერაბ.g ა ძმაო დანაპირები და შესრულება, ხანდაზმული თაღლითი, მევახშე და წუწურაქი ეძახე შენ - ხაზარაძემ წალენჯიხელ ბანშვენს მუშამბის, გასაბეტი აუზი უყიდა და დაპირდა, არცევნების მერე წყალსაც ცაგისხამთო :)) ძველიც მახსოვს - წინა არჩევნების წინ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები უსახლოდ დაჩა; ხაზარაძენ ერთ მანქანაზე დააწყო ხის ხუხულა, წაიყვანა იმ კაცთან 15 ტვ კამერის თანდასწრებით და როცა იმ კაცმა ითხოვა, იქ არ მინდა, აგერ აქდამიდგითო, უარი უთხეა და ეს მასალები უკან წამოიღო:))
1 თვის უკან