არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ. თუ აქაა ლოგიკა, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?!

არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ. თუ აქაა ლოგიკა, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?!

თვითონ [„ენჯეოები“] ხომ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას ახორციელებენ საკუთრი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვაინტერესებს უცხო ძალის ინტერესებიო. თუ აქ არის ლოგიკა და ისინი მართლები არიან, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინიციატივასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, როგორ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამა იმ რისკებისგან დაცული, რაზეც ოპოზიცია მიუთითებს, რომ სამთავრობო გავლენის ქვეშ მოექცევა ესა, თუ ის ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო დაფინანსებას მიიღებს.

„თვითონ [„ენჯეოები“] ხომ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას ახორციელებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვაინტერესებს უცხო ძალის ინტერესებიო. თუ აქ არის ლოგიკა და ისინი მართლები არიან, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?! თავიანთ თავში ვერ ჩამოყალიბებულან. ვერ დაალაგეს მესიჯი, ლოგიკა არ არის მათ განცხადებებში, ახლართულები არიან და როგორმე ცდილობენ, თავისივე შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან რამენაირად გამოძვრნენ, რაც არ გამოსდით. რაც შეეხება დაზღვევის მექანიზმს, ერთი მარტივი დაზღვევის მექანიზმია. ამ შემთხვევაში არის ქართული საზოგადოების, ხალხის, სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც მიმართულია ჩვენი მომავლისკენ.

მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ საიდან ფინანსდება და რაში იხარჯება თანხები, ხომ არ არის მოცემულობა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირი მნიშვნელობით გვაქვს შემთხვევები, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის, მათ შორის იმ დეზინფორმაციის, რაც ოჯახური ღირებულებების, ეკლესიის, რწმენის წინააღმდეგ მიმდინარეობს ხოლმე. გვახსოვს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასაც და ჰქონდათ პრეტენზია, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში აეღოთ. ხალხი არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო და ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე, უცხო ძალის დაფინანსებით ცდილობდნენ, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, რაც გამორიცხულია“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.