საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნებისთვის“ ახირება არ არის.
არამედ, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გამომდინარეობს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და საფრთხეებიდან.
„რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მის პარლამენტს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მაგალითად. რომელიც ეხება იმ ფასეულობების დაცვას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თვითმყოფადობისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ა.შ.
რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს რესურსი იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და დასკვნები უნდა იყოს დაფუძნებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.