ლევან მაჭავარიანი: დღის წესრიგში შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს შეგვიშლის

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა იმ აუციელებელ ფაქტორებზე, რომლის გამოც არჩევნებში მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

მისი თქმით, მათ შორის არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა დროსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა გახდება საჭიროა. ლევან მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ხელს შეუშლის.

„ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ასევე იმისთვის გვჭირდება რომ ძალიან სწრაფად იცვლება პოლიტიკური კონიექტურა ზოგადად და დღის წესრიგში შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს საქართველოს გამთლიანება და ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნება. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა რაშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრობა ხელს შეგვიშლის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.