450-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში, შესაბამისად კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ადამიანებს და ამ ორგანიზაციებს მაღალი საზოგადოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნებისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.
„როგორც პრემიერმა გააჟღერა, შეიქმნება ფონდი, რომელიც დააფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეიტანენ შესაბამის განაცხადებს, რომელთა მიზანიც იქნება არაერთი პროექტის განხორციელება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის გარემოზე ზრუნვას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.