ეს არის შესანიშნავი ინიციატივა, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მისი თქმით, ამ ინიციატივის ფონზე გაუგებარია ოპოზიციის ულტიმატუმი, რომელიც გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას ეხება.
„რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ულტიმატუმი იქნა წამოყენებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, აქ უბრალოდ ლოგიკა იკარგება. ლოგიკა იკარგება ნიშნავს იმას, რომ არავითარი კავშირი ჯერ ამ ინიციატივასა და ოპოზიციის ინიციატივას შორის, რომელიც რაღაც გაურკვეველ ინიციატივებს გულისხმობს, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს, ეს სახეზე არ გვაქვს. რეალურად, მათ თვითონ არ იციან, რატომ შეიძლება იყოს აუცილებელი ამ კონკრეტული ინიციატივის მოწონების საპირწონედ, რატომ უნდა იყოს დასმული საკითხი, რომელიმე კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ე.ი. ამერიკის მიერ დაფინანსებული ასოების ხარჯვის გამჭვირვალობის მოთხოვნა დემიკრატიისთვის ყელში დანაა და თუ საქართველო, ან სხვა ნებისმიერი დააფინანსებს თავის ქვეყანაში ასოებს, ეც კიდევ უარესი - დემოკრატიის უკვერცხებოდ დატოვებაა? ლოგიკა სადაა თქვე გამოქათამებულო ვაშაძე, გვარამია და მეცოცხეეებო?