საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი PACE-ს კომიტეტების შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო PACE-ს კულტურის კომიტეტის მედია და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის შეხვედრაში.

9 სექტემბერს, ედინბურგში გამართულ შეხვედრაზე, ქვე-კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის „ციფრულ პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების საჯარო რეგულირება“, „საფრთხეები მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ“ და „მედიის თავისუფლება სპორტში“, ასევე განისაზღვრა ქვე-კომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები.

საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის და სოციალური საკითხები, ჯანმრთელობა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.