გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე: ეს უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის ციფრებში ასახვაა, რომელიც ამასთანავე წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს

გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე: ეს უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის ციფრებში ასახვაა, რომელიც ამასთანავე წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს

ეს უბრალოდ ციფრებში ასახვა, გამოხატულებაა საზოგადოებრივი აზრისა, რომელიც ამასთანავე წინააღმდეგია, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას.

„იციან, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელიც სწორედ დესტაბილიზაციით ცდილობს ხელისუფლების სათავეში მოსვლას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად - 43 მანდატს.