ადგილობრივი მოსახლეობის ხმის მიტანა პარლამენტში უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ დელეგატები, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებლები პარლამენტში, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ მედიასთან.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს გარკვეული გადახალისება და ეს ადამიანები ახალ ენერგიასა და მუხტს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.