ირაკლი კობახიძე: აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი

ირაკლი კობახიძე: აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი

პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი.

„არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით. ჩვენს შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პარიზის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედლით დაასრულეს.