გიორგი ვაშაძე: დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად - ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ

გიორგი ვაშაძე: დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად - ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ

დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და დიახ მჯერა, რომ ხალხის პრობლემებს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლოდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი აის ცვლილებების არჩევანი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე.

„გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, დაბალი პენსია, მაღალპროცენტიანი სესხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ევროკავშირი.

26 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დიდი ნაბიჯი საქართველომ გადადგას. ეს არის ცვლილებების არჩევანი, ეს არის ის არჩევნები, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე, ეს არის მომავლის გამარჯვება წარსულზე და ეს არის გაერთიანების არჩევნები.

შევრიგდეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ხალხისგან გამოხმაურებაა ძალიან კარგი, პოზიტიური და მადლობა მინდა ვუთხრა იმ გამამხნევებელი სიტყვებისთვის, რასაც ჩვენ ვისმენთ ქართველი ამომრჩევლისგან.

ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ამ ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაზი „გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, დაბალი პენსია, მაღალპროცენტიანი სესხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ევროკავშირი"-ო.
ამან ხომ მაინც იცის რომ, ბალტიის ქვეყნებიდანაც ისევე გარბის ხალხი, როგორც საქართველოდან. პროდუქტებზე ბელორუსიაში დადიან და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, უქმე დღეებში, კილომეტრიანი რიგებია. არაფერი განსაკუთრებული სასიკეთო, იქ არ ხდება. მათ უბრალოდ აქებენ ყველაფერი ეროვნულ-სახელმწიფოებრივის და ტრადიციულის დათმობისა და "ჭკვიანად" მოქცევისათვის.
ამიტომაც არის, მათი ხელისუფლებები გაშმაგებული ესხმიან თავს, საქართველოს სწრაფვას სუვერენიტეტისა და რეალური დამოუკიდებლობისაკენ.
2 თვის უკან