ჰააგის და სტრასბურგის პროცესები ჩვენ მოვიგეთ. ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, მეორე შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ის გამარჯვება, რომელიც ხელისუფლებამ მოიპოვა.
„რა თქმა უნდა, ომის დაწყებაზე არ უმსჯელია არც ჰააგას და არც სტრასბურგს. ეს არ იყო მათი პრეროგატივა. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ გამარჯვებას ამ პროცესებში.
ჩვენ დავიცავით ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ქართული ჯარის ინტერესები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ორივე პროცესზე დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს იყო პრინციპული გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.