სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციას ბრალეულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც დაინტერესდა, ომთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესს, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ფედერაცია მის სასარგებლოდ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთის ბრალეულობა მეორისას არ გამორიცხავს.
„სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა, არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ბრალეულობა, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე, სააკაშვილის ბრალეულობაზე. რეალურად, მოხდა მარტივი რამ. სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციას ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა, მეორეს ბრალეულობას არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს. „ნაცმოძრაობის“ დასჯა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნებამ კი პასუხი უნდა აგოს: 1. რუსი სამშვიდობოების გადაქელვისა და ცხინვალის დაბომბვისათვის, რაც რუსის სემოჭრის მიზეზი გახდა! 2. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ბედის ანაბარა მიტოვებისათვის! 3. კოდორის უომრად ჩაბარებისათვის!
რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას და 2008/03/10 რეზოლუციას, რომლითაც ომის დაწყება ქართველებს გვბრალდება, დღეს გაიგეთ პირველად? ორივეზე ხელი აქვთ მოწერილი მეცოცხეებს