დავით გამყრელიძე: არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას - მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი

დავით გამყრელიძე: არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას - მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ახალი ოფისის გახსნაზე გახდა ცნობილი. 

დავით გამყრელიძის თქმით, დღეს არსებულ "საომარ მოქმედებებში" იქნება ხელმძღვანელი და პარტიული ცხოვრების გაგრძელებას არ გეგმავს .

"ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში. პირდაპირ რომ ვთქვა, ომში, რომელიც გველოდება წინ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს.  ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად, იქნება, რომ კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე. 

მაგვარი მიზანი ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება... აქედან გამომდინარე, ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა 26 ოქტომბერს კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება, სახლში გავუშვათ რუსული ხელისუფლება და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე...

სიმართლე გითხრათ, ეს არ ნიშნავს რაიმე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით გამყრელიძემ. 

მერაბ.g შენ ხარ ნაბოზარი და ნაძირალა გამყრელიძევ! 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღე რამოდენიმე მანდატი; გარეთ სააკაშვილი და სხვა მომავალი მეცოცხე მართავდა აქციებს; კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო პარლამენტი შეკრებილიყო და ეცნო თავისი უფლებამოსილება; შენი ხმები აუცილებელი იყო ქვორუმისთვის; შენ მისვლაზე უარი თქვი, მაგრამ შევარდნაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობა რომ შეგპირდა, დათანხმდი! შეპირდი მაგრამ არ მიხვედი! ამის გამო ვერ მოხერხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მერე მოღალატე პაპაშვილის დახმარებით სააკაშვილმა მოახერხა პარლამენტში შევარდნა ...მერე იყო ის სადისტური მმართველობა, წამებით, ძარცვით, დარბევებით, ქუჩაში დახვრეტებით, ომის წაგებით, ფორთხვით ... და ყველაფერი ამის შემოქმედი ხარ შენც!
2 თვის უკან
ლაზი ამას მოქალექეთა კავშირი ჰგონია დღეს ალბათ ისევ მთავარ პოლიტიკურ ძალად და მასთან საომრად ემზადება.
ამათაც გამოაგორეს რა ზარბაზანი.
ისე რა გინდათ, ფერი ფერსო მას ჰქვია.
ნეტა, ელისაშვილი როგორ გრძნობს თავს ამ მყვლეფავების კამპანიაში. დოლიძე საერთოდ ანგარიშში ჩასაგდები არ არის, მაგრამ ეს ქენქერა სად მიძვრებოდა.
2 თვის უკან