პრემიერი OCCRP -ის სტატიაზე: ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ - ესენი არიან დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში

პრემიერი OCCRP -ის სტატიაზე: ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ - ესენი არიან დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ისაუბრა და მას მორიგ დეზინფორმაცია უწოდა.

„ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელიც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ. ყველაზე საინტერესოა, რა მოტივითა და ვისი დაფინანსებით აკეთებენ ისინი ამ ყველაფერს. ასეთი დეზინფორმაციები ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე. რეალურად, ეს ორგანიზაციები არიან დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.