ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე, არჩევნები ყალბდებოდა ტოტალურად ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული, სამართლიანი არჩევნები. ამის ასახვაა ეს ინდექსი

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე, არჩევნები ყალბდებოდა ტოტალურად ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული, სამართლიანი არჩევნები. ამის ასახვაა ეს ინდექსი

ყველა ობიექტურ საერთაშორისო ინდექსში, საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს და ყველა ინდექსი აჩვენებს ფუნდამენტურ წინსვლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მას, „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ, პოლიტიკური რეჟიმის ინდექსის შესახებ კითხეს, სადაც საქართველო ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ის მიღწევა, რომელიც საქართველოს 2012 წლის შემდეგ, არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით აქვს, ამ ინდექსში აისახა.

„ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. 2012 წლამდე, არჩევნები ყალბდებოდა ტოტალურად ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, კონკურენტული, სამართლიანი არჩევნები. და რა თქმა უნდა, ამის ასახვაა ეს ინდექსი. ყველა ობიექტურ საერთაშორისო ინდექსში, საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს და ყველა ინდექსი აჩვენებს ფუნდამენტურ წინსვლას, რაც ქვეყანამ განიცადა 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, არც ეს ინდექსია გასაკვირი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.