ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი. რა თქმა უნდა, ესეც ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი. რა თქმა უნდა, ესეც ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები

ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული ძალიან რთულ რეგიონში. ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვინარჩუნებთ სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტორებისთვის რომ მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი.

„რეალურად, თქვენ იცით როგორია საერთო ეკონომიკური მონაცემები. გვაქვს ძალიან მაღალი ტემპი ეკონომიკური ზრდის. ბოლო სამი წლის საშუალო ზრდა გვქონდა 9, 7 %. მიმდინარე წელსაც, აქამდე, პირველი ორი კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ არის 9 % ეკონომიკური ზრდა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული ძალიან რთულ რეგიონში. ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვინარჩუნებთ სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტორებისთვის რომ მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებისთვის.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი. რა თქმა უნდა, ესეც ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო ნაკადები საქართველოში. ამისთვის, რა თქმა უნდა, გაკეთდება ყველაფერი.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.