ირაკლი კობახიძე არჩევნებზე: ჩვენი ამოცანაა, რომ დაახლოებით, 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ამისთვის ძალიან კარგი „შანსები“ აქვთ

ირაკლი კობახიძე არჩევნებზე: ჩვენი ამოცანაა, რომ დაახლოებით, 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ამისთვის ძალიან კარგი „შანსები“ აქვთ

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის შანსებზეც ისაუბრა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც 113 მანდატს გულისხმობს.

„შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ დაახლოებით, 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ამისთვის ძალიან კარგი „შანსები“ აქვთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ეს საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს“, - აღნიშნა კობახიძემ.