თამთა მეგრელიშვილი “გორბის” კვლევაზე: სისხლიანი რეჟიმის ძალა ემზადება არჩევნების მეორე დღისათვის

თამთა მეგრელიშვილი “გორბის” კვლევაზე: სისხლიანი რეჟიმის ძალა ემზადება არჩევნების მეორე დღისათვის

“ამომრჩევლისაგან მყარი პოლიტიკური კი აქვს "ქართულ ოცნებას" და დანარჩენი პოლიტიკურად გაერთიანებული, ძველი "ახალი" და  "ნაციონალური მოძრაობის"პოლიტიკური ხელწერის გამზიარებლები პოლიტიკურ არას მიიღებენ!”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “გორბის” კვლევაზე.

მეგრელიშვილის თქმით, სისხლიანი რეჟიმის ძალა ემზადება არჩევნების მეორე დღისათვის!

ისინი იტყვიან რომ არჩევნები გაყალბდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ისევ წააგეს!

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი არჩევანი და არავის მივცეთ უფლება, შეეცადოს შეცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი.

“GORBI: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.

ასეა, ამომრჩევლისაგან მყარი პოლიტიკური კი აქვს "ქართულ ოცნებას" და დანარჩენი პოლიტიკურად გაერთიანებული, ძველი "ახალი" და  "ნაციონალური მოძრაობის"პოლიტიკური ხელწერის გამზიარებლები პოლიტიკურ არას მიიღებენ!

ყველაფერს 26 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს! ამომრჩეველი ხმას მისცემს მაღალი სტანდარტით გამართული წესით, არჩევნები იქნება კიდევ ერთი ფაქტობრივი დადასტურება, რომ საარჩევნო კულტურის მქონე ამომრჩევლისათვის "ნაციონალური მოძრაობის" და მის პოლიტიკურ ინტერესებს ამოფარებული კოლექტიური ძალების ადგილი აღარ არის.

მინაწერი: სისხლიანი რეჟიმის ძალა ემზადება არჩევნების მეორე დღისათვის!

ისინი იტყვიან რომ არჩევნები გაყალბდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ისევ წააგეს!

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მზაობა, დავიცვათ ჩვენი არჩევანი და არავის მივცეთ უფლება საზოგადოების უმრავლესობის მიერ გაკეთებული არჩევანი არასერიოზულად მიიღოს და შეეცადოს შეცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.