ვლადიმერ ბოჟაძე GORBI-ის კვლევის შედეგზე: აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს

ვლადიმერ ბოჟაძე GORBI-ის კვლევის შედეგზე: აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე GORBI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.

ბოჟაძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ,,ქართული ოცნების" გონივრულმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ნატოსთან და ევროკავშირთან უპრეცედენტო დაახლოება, რაც მომავალშიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გაგრძელდება.

„აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2012 წლამდე ჩვენმა ერმა უამრავ განსაცდელს, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რუსეთთან ომებს, ,,ნაციონალური მოძრაობის" სისხლიან მმართველობას, სახელმწიფო და ხალხის წინაშე მათ ღალატს გაუძლო, შესაბამისად ყველაზე კარგად იციან მშვიდობის და სტაბილურობის ფასი. 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ,,ქართული ოცნების" გონივრულმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ნატოსთან და ევროკავშირთან უპრეცედენტო დაახლოება, რაც მომავალშიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გაგრძელდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს შიდა და გარე მტრებზე, გააგრძელებს მშვიდობას და განვითარებას!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025“, - წერს ბოჟაძე.