„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელსაც დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულის შესახებ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ პლატფორმა „ძლიერი საქართველო“ იზრდება ყოველდღიურად და რაც მთავარია, ხარისხიანად. დღეს მინდა, კიდევ ერთი სიახლე შეგატყობინოთ, როგორც ხედავთ, ჩვენ გადმოვედით ახალ ტერიტორიაზე, ახალ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი საარჩევნო შტაბი. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთი კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქსირებია ნეიტრალური სიტუაცია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე, სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი. მინდა, პირადად გადავუხადო მას მადლობა, რომ ამ ბრძოლაში ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დავით გამყრელიძეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მერაბ.g ეს ის ნაბოზარი გამყრელიძეა, რომელიც თავის პარტია "ახ. მემარჯვენეებთან ერთად დროზე არ მივიდა პარლამენტში, მივიდა 2 საათის დაგვიანებით; ის დროზე რომ მისულიო, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ცნობას მოასწრებდა და მერე სააკაშვილის პარლამენტის შენობაში შევარდნას აზრი ეკარგებოდა! ანუ გამყრელიძე ჩუმად იყო რა შეთანხმებული სააკაშვილთან, არის "ვარდების რევოლუციის" და შემდგომი მოვლენების წამების, ძარცვის, დარბევების, არჩევნების გაყალბებების, ომის წაგების, ფორთხვის შემოქმედთაგანი!!!
2 თვის უკან