„ორწლიანი ომის მოლოდინით დაძაბული ცხოვრება ქართველი ხალხისთვის ჯერ არ განელებულა. სანამ რეგიონში ომია და სანამ საქართველოს შიდა თუ გარე მტრები ქვეყანას ამ ომისკენ მიათრევენ, შიში ყოველთვის იქნება და ეს შიში რეალურია," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ხსნის სოციოლოგიური კვლევების ბოლო შედეგს, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი ოპონენტებს დამაჯერებლად უსწრებს.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ GORBI -ის კვლევებით კიდევ ერთხელ დადგინდა ის, რომ საზოგადოება ხმას მშვიდობას და სტაბილურობას აძლევს და მისთვის კატეგორიულადაა მიუღებელი დეზინფორმაცია.
„იმდენად თვალშისაცემია საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობები საქართველოში, რომ სოციოლოგიური კვლევებიც კი აღარ სჭირდება. ორწლიანი ომის მოლოდინით დაძაბული ცხოვრება ქართველი ხალხისთვის ჯერ არ განელებულა. სანამ რეგიონში ომია და სანამ საქართველოს შიდა თუ გარე მტრები ქვეყანას ამ ომისკენ მიათრევენ, შიში ყოველთვის იქნება და ეს შიში რეალურია.
GORBI -ის კვლევებით კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ოპოზიციის “ომის პოლიტიკით” შეშინებული საზოგადოება ხმას მშვიდობას და სტაბილურობას აძლევს. გარდა ამისა, ხალხს აღიზიანებს დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ადვილად ამოსაცნობია. ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა და “ვარდების რევოლუციის” ანალოგიას აღარ დაუშვებენ - რაშიც საზოგადოება ერთხელ შეცდომას უშვებს, მეორედ აღარ იმეორებს.
რაც შეეხება კვლევაში ოპოზიციის პროცენტებს, ეს შედეგი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - ყველა ოპოზიციური პარტია იყოფს “ნაციონალური მოძრაობის” ხმებს, რადგან მათ ყველას ერთი ამომრჩეველი ჰყავს, ვინც ჰყავდა თავის დროზე პოლიტიკურ კრიმინალებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ძველი თუ ახალი ნაცები და მათი მიგრირებული ლიდერები სხვადასხვა პარტიაში, ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.