პაატა მანჯგალაძე: ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის

პაატა მანჯგალაძე: ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის" ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები", ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის

ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ერთი რამ ნათელია, ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის" ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები", ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.

„ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ევროპისგან, აშშ-სგან იზოლირებულ ქვეყანაში სადაც არც სამუშაო ადგილია, უფრო მეტი სიღარიბეა და უფრო მეტი ქართველი გარბის ქვეყნიდან, თუ ევროკავშირის წევრ ერთიან საქართველოში, სადაც ქართველებს აქვე, საქართველოში აქვთ ცხოვრების ის პირობები, რისთვისაც უწევთ ქვეყნის და ოჯახების დატოვება. ძალა ერთობაშია! ერთიანობით გავიმარჯვებთ!“ - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მერაბ.g შენ რა იცი რაა "ქართული ხალხის არჩევანი" შე ქაჯო? გორბი ალბათ ცოტას ბერავს, მაგრამ არც იმდენს, რამდენსაც ედისონა! შენ მაინც ეცადე იმ სიის 1-18-ში მოხვდე, თუ არადა შენი დეპუტატობა ჩაილურის წყალს დალევს და ისევ ველოსიპედით მოგიწევს სიარული სამტრედიაში
2 თვის უკან