თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი და „ქართული ოცნება“.
ნადირაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება.
„2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე არაერთი ეუთოს და ევროსაბჭოს რეზოლუცია. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი, კრემლი და „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელონ.
ველოდებით თუ არა არჩევნების შემდგომ გამოძიებას და დაკავებებს? - არ ველოდები იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები არჩევნებს წააგებენ და შესაბამისად, გამოძიება იმ კორუფციულ სქემებზე დაიწყება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა“, - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს "წინასწარ დაგეგმილ ღალატს" უწოდებს.
ახლა გასარკვევია, 1. რატომ გადაუარა მათ მიერვე დაკანონებულ რუსის სამშვიდობოებს მეცოცხეებმა,
2. რატომ დაბომბეს ცხინვალი? 3. უკან რომ გამორბოდნენ, რატომ არ უთხრეს ხალხს, რომ თავისთვის თვითონ მაინც ეშველათ? 4. რატომ ჩააბარეს კოდორი უომრად?... არცერთ ამ საკითხს ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საერთო არაფერი აქვთ!