არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან აფილირებულ პირებს კვლავ აქვთ მცდელობა, რომ მათი დანაშაულები როგორმე ჩაიფარცხოს, როგორმე თავი გაიმართლონ

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან აფილირებულ პირებს კვლავ აქვთ მცდელობა, რომ მათი დანაშაულები როგორმე ჩაიფარცხოს, როგორმე თავი გაიმართლონ

„ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან აფილირებულ პირებს კვლავ აქვთ მცდელობა, რომ მათი დანაშაულები როგორმე ჩაიფარცხოს, როგორმე თავი გაიმართლონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომისა და ომის შემდგომ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების შეფასებისას.

„ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან აფილირებულ პირებს კვლავ აქვთ მცდელობა, რომ მათი დანაშაულები როგორმე ჩაიფარცხოს, როგორმე თავი გაიმართლონ, რისი მაგალითიც იყო მათ შორის, ტალიავინის ინტერვიუ. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით როგორც აგვისტოს ომში, ასევე, მანამდე, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებთან დაკავშირებით.

მათ ასევე, ომის შემდგომ პერიოდში მთელი რიგი ღონისძიებები და ქმედებები განახორციელეს, მაგალითად, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს, მხარი დაუჭირეს რუსეთს, რომ ის გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მთელი რიგი მათი საქმეები მხოლოდ და მხოლოდ რუსულ წისქვილზე ასხამდა წყალს. რა თქმა უნდა, ვალდებული არიან, ამ კითხვებზე გასცენ პასუხები”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით აღნიშნულია: „კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია, დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.“