სალომე ჯინჯოლავა GORBI-ის კვლევაზე: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი

სალომე ჯინჯოლავა GORBI-ის კვლევაზე: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი, - ამგვარად შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ჯინჯოლავამ GORBI-ის კვლევის შედეგები.

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ოჯახი, ტრადიციების დაცვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მთელი მათი გადალაგება-გადმოლაგების მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოუწევთ, მწარე მარცხი განიცადონ 26 ოქტომბერს, რისი ნათელი დადასტურება და მაგალითიც გახლავთ „გორბის“ კვლევა“, - განაცხადა სალომე ჯინჯოლავამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად - 43 მანდატს.