ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სიცრუეში აშკარად ადანაშაულებს პირდაპირ ჩვენს ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციის შესახებ.
„ოპოზიციის ერთადერთი მთავარი მიზანია, რომ როგორმე პარტნიორ ქვეყნებში, საზოგადოებაში გაავრცელოს ეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს, რაღაც დახმარება რუსეთის ფედერაციას გაეწევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ტყუილი გამოდგა და ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სიცრუეში აშკარად ადანაშაულებს პირდაპირ ჩვენს ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ინფორმაციის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები ჩვეულებრივ საეჭვო ნაჩქარევი დასკვნებით არის გამოწვეული.