ლევან მაჭავარიანი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია

ლევან მაჭავარიანი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია

აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

„მოსახლეობამ კარგად იცის, თუ ვინ დგას ამ სქემების უკან. აქ „ქართული ოცნების“ რაღაცაში დადანაშაულება, მით უმეტეს, აბსოლუტურად ნული არგუმენტის წარმოდგენით, ძალიან არასერიოზულია. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს იმიტომ, რომ ქართველებს უსამართლობა ძალიან არ გვიყვარს. შესაბამისად, თუ ასეთი მწვავე ბრალდება უნდა განაცხადოს, ამას არგუმენტი, ფაქტი უნდა მოჰყვებოდეს, რაღაც სტატისტიკა უნდა მეტყველებდეს ამ ყველაფერზე, რომ მინიმუმ, ლოგიკური ჯაჭვი ავაგოთ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მერაბ.g აი, გამოდის ხუხა თაღლით-ტვ-ზე და ამბობს, ოცნება ღარიბაშვილმა და ბაჩიაშვილმა ცაუშვეს, გააგებინეს ქოლცენტრების ამბავი ამერიკას და ამათ კი საწყალ კეზერას დააბრალეს ყველაფერიო ... ანუ ბბს-ს სიუჟეტიც ბიძინას ჩაუწყვია :)) ამ საქმეს გერმანელები იძიებან; ისინიც ბიძინას ჯიბეში ყოფილან :))
ხუხამ დღეს მსხვილი გადმორიცხვაც დაიმსახურა და თან თავისი სისხლი სისხლთაგანი კეზერა დაიცვა!
3 თვის უკან