ლევან მაჭავარიანი ტალიავინის ინტერვიუზე: კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არის ძალიან საფუძვლიანი

ლევან მაჭავარიანი ტალიავინის ინტერვიუზე: კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არის ძალიან საფუძვლიანი

კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არის ძალიან საფუძვლიანი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუს შესახებ.

„კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არის ძალიან საფუძვლიანი, რატომ დაეთანხმა ამ დასკვნას „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ შეუქმნეს სამართლებრივი საფუძველი რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„რადიო თავისუფლებამ“ შვეიცარიელ დიპლომატთან, ჰაიდი ტალიავინთან ინტერვიუ 9 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის კითხვები სწორედ ტალიავინის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხება. ჰაიდი ტალიავინი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ კითხვები უნდა დაისვას.