არჩილ გორდულაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა

არჩილ გორდულაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მცდელობა, რომ ქოლცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის დადასტურებული დანაშაული „ქართულ ოცნებას" გადააბრალონ.

დეპუტატს ჰკითხეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს“.

„ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა. როგორ უნდა მოახერხო, რომ მისტერ ოფშორად წოდებული კეზერაშვილი, რომელიც არის ბრალდებული ევროპელი ადამიანების გაძარცვაში და ამ გაძარცვულ ფულს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. ის აფინანსებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას", ასევე - მის განშტოებებსა და სხვა "ენჯეოშნიკებს". მათზე არაფერი ილაპარაკო და მისი გაფუჭებული საქმეები ჩვენ, "ქართულ ოცნებას" დაგვაბრალონ“, - განაცხადა გორდულაძემ.

მერაბ.g ოფიციალურად მოსთხოვეთ ნათქვამის დადასტურება, ან ბოდიშის მოხდა!
3 თვის უკან