„ოპოზიციამ უკვე დაიწყო რეგიონებში სიარული და თავად ხედავენ, თუ როგორი განწყობაა ხალხში და რამდენად მცირეა მათი შანსები ამ არჩევნებში. სწორედ ამიტომ, ახალი დეზინფორმაცია შემოაგდეს ქოლ-ცენტრების და შავი ფულის თაობაზე," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ქოლ-ცენტრებისა და კეზერაშვილის დასაცავად მოქმედ ჰელსინკის კავშირსაც, როგორც ჩანს, დავალება აქვთ მიღებული.
თამარ ჩიბურდანიძე არ გამორიცხავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო გახშირდება.
„დაიტანჯა უცხოეთი ამ მკვდარი ოპოზიციის თრევით. რა არ მოიფიქრეს, რა განცხადებები არ აკეთეს - „დემოკრატიის ფესტივალიც” კი ჩაგვიტარეს სააკაშვილის პლაკატებით, მაგრამ ვერაფერი შველით. ოპოზიციამ უკვე დაიწყო რეგიონებში სიარული და თავად ხედავენ, თუ როგორი განწყობაა ხალხში და რამდენად მცირეა მათი შანსები ამ არჩევნებში. სწორედ ამიტომ, ახალი დეზინფორმაცია შემოაგდეს ქოლ-ცენტრების და შავი ფულის თაობაზე.
ზოგადად, ტყუილი დამაჯერებელია მაშინ, როდესაც ნაწილობრივ შენც გჯერა მისი. ამ შემთხვევაში კითხვა გვაქვს ამ დეზინფორმაციის ავტორებთან, ცოტათი მაინც თუ სჯერათ ამის? კეზერაშვილის საპირწონედ მოფიქრებული პოლიტიკური ხრიკი იმდენად ღიმილის მომგვრელია, რომ შეუძლებელია “ჰელსინკის კომისია” ასეთი თემებით იყოს დაკავებული. როგორც ჩანს, მათაც ბრძანება მიიღეს შორეული ქვეყნიდან.
არჩევნები ახლოვდება და ბუნებრივია, ქოლ-ცენტრების” მსგავსად, კიდევ ბევრ დეზინფორმაციას შემოაგდებენ, მაგრამ მაინც ვერაფერი უშველით. თავად უცხოელებმაც კი იციან, რომ ქართველ ხალხში მშვიდობას, კეთილდღეობას და გაწონასწორებულ პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
კატეგორიული მტკიცება, რომ ოცნებაში მამა აბრამის ბატკნები არიან, გულუბრყვილობაა, მაგრამ მტკიცებულების გამო ჰოლცენტრებთან კავშირზე ლაპარალი უტვინობაა, ან უსინდისობა!