გივი მიქანაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში

გივი მიქანაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში

ჰელსინკის კომისიის განცხადება არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, ვერ იქნება მიღებული, რადგან განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

მიქანაძე ქოლცენტრების შესახებ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.

„ამ განცხადებაშივე იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლცენტრები არსებობს, რაც არის სრული აბსურდი. ამას სჭირდება მტკიცება და ჩვენ ველოდებით მათგან, რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი. თუმცა, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ იქნება წარდგენილი. არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომელიც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად განახორციელეს, იმ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელიც კრიმინალმა კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ ქოლცენტრებთან მიმართებაში. ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება ყურადღების ქვეშ არის ქართული საზოგადოების მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე. ასეთი განცხადების გაკეთება, რომელსაც არც მტკიცებულება, არც საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში“, - განაცხადა მიქანაძემ.

მერაბ.g ასევე უარგუმენტოდ და ჰაიჰარად ჰელსინკის კომოსიამ ხვალ რომ თქვას, საქართველოს ხელისუფლებას თალიბანი აფინანსებსი, /ან პირიქით, ამერიკის ჯარი აქაც უნდა შემოიჭრას? აქაც ისეა, თუ დასვამ კითხვას, საიდან ეს ბრალდება და რატომო, პასუხი იქნება - იმიტომ!
3 თვის უკან