ჰაიდი ტალიავინი: ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები

ჰაიდი ტალიავინი: ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით ყველაფერი ანგარიშში - ქართული მხარისგან არ მიგვიღია არცერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა, თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა,   - ამის შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ჰაიდი ტალიავინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

ტალიავინის თქმით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ არ მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც  დაადასტურებდა რომ სამშვიდობოები თავად იქცნენ კონფლიქტის მხარედ.

„ასე რომ, ვფიქრობ, ეს კითხვა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა დაუსვათ, ჩვენ მათ ვთხოვეთ დოკუმენტაცია, რადგან ეს ძალიან სადავო საკითხი იყო, მაგრამ ის დოკუმენტაცია, რაც მოგვაწოდეს, 100-პროცენტიან მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ფაქტად ვერ ჩავთვლიდით. იურისტები 100-პროცენტიანი მტკიცებულებებით მუშაობენ და ჩვენ არ გვქონდა 100-პროცენტიანი მტკიცებულება, რათა ამ კითხვისთვის ცალსახა პასუხი გაგვეცა“, - აღნიშნა ტალიავინმა.

მისივე თქმით, ცხინვალის დაბომბვის საკითხს მოხსენებაში დაარქვეს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი, ეს იყო კულმინაციის წერტილი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და სხვადასხვა ინციდენტის გრძელვადიანი პერიოდისა, რომელიც ამ ყველაფერს წინ უძღოდა.

„ვფიქრობ, ჩვენი ფორმულირება სწორი იყო - მე პირადად ვმუშაობდი 5 წელი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, და მსგავსი დაძაბულობის პერიოდები უცხო არ იყო, 2008 წლისთვის სამხრეთ ოსეთის მხარეს უფრო გამძაფრდა სიტუაცია - ყოველ ზაფხულს იყო სროლები, შეტაკებები … ეს ერთგვარ მოცემულობად იქცა. მაგრამ შეტაკებები ერთია, პრობლემა კი ასე დგას - როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტაკებები ომში გადაიზარდა? რა მომენტში? და ვფიქრობ, ცხინვალის ინციდენტი იყო სწორედ ასეთი მომენტი და ამიტომაც იქცა იგი თავის ტკივილად ქართული მხარისთვის. ამ ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები. ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც უფლება ჰქონდა შესულიყო და გაეთავისუფლებინა ისინი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისინი მაშინვე უნდა გასულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში შემოჭრა განეგრძოთ. ასე რომ, სამწუხაროდ, სამართლებრივი გადმოსახედიდან ეს ინციდენტი იქცა სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად. ახლა შეგვიძლია ვისპეკულიროთ, თუ რა მოხდებოდა, იმ ღამით ცხინვალი რომ არ დაებომბათ, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ამის გამო სხვა ფორმულირება ვერ გვექნებოდა“, - განაცხადა ჰაიდი ტალიავინმა.

მერაბ.g აქ აეაფწეი წერია ისეთი რაც 16 წელი ცნობილი არ იყო, მაგრამ ერთი მაკვირვებს: მარტო მე 30-ჯერ მაინც მაქვს დაპოსტილი, სხვებსაც ... ხელისუფლება ყველაფერზე ლაპარაკობდა რუსი სამშვიდობოების გარდა!!! ეს "სამშვიდობოები" მეცოცხეების ნებართვით იდგნენ ცხინვალის შესასვლელანდე და მათ ყოველ 6 თვეში უგრძელებდა ყოფნის ვადას პარლამენტი! მეცოცხეებმა გადაქელეს სამშვიდობოები გარდაიცვალა ერთი რუსი, მეორე დაიჭრა .... ამის შემდეგ მიადგა სააკაშვილი ცხინვალს ტრიბუნით და არტილერიით და დაუწყო ბომბვა ... სააკაშვილი, ლომაია, გოგავა /შტაბის უფროსი/ ყურაშვილი ... ყველა ერთხმად ამბობდა მაშინ, რომ ცხინვალის დაბომბვა დაიწყეს "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით"... რუსმა არაერთხელ გააფრთხილა ნაგიჟარი სააკაშვილი, რომ ს/ო-ში მისი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და შეჭრის შემთხვევაში ის დაიცავდა მათ ... ამას დაემატა კოსოვოს აღიარება ... რომ არა სამშვიდობოების განადგურებისა და ცხინვალის დაბომბვისა, მიუხედაცად დიდი სურვილისა, პუტინი სხვა რეალურ მიზეზამდე ვერ შემოიჭრებოდა!
3 თვის უკან