ოლიმპიელი ჩემპიონი ლაშა ბექაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელებს - გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და გივი მაჭარაშვილს დახვდა და ქართული დელეგაციის წარმატებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გენო პეტრიაშვილმა უსაზღვროდ გამახარა მე პირადად და გაგვახარა სრულიად საქართველო. მთლიანად დელეგაციამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ღმერთის წყალობით. არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საქართველოს გულის გახარებას“, - აღნიშნა ბექაურმა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.